Search

+

არაფორმალური განათლება

ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესისთვის“ მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. სკოლა მოსწავლეებს, როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენებზე კლუბების სახით სთავაზობს:

  • მედია კლუბი (VII-XII)
  • დებატების კლუბი (VII-XII)
  • ინტელექტუალური კლუბი – რა? სად? როდის? (III-XI)
  • ბიზნესის კლუბი (VII-XII)
  • STEM კლუბი

კლუბების სამუშაო პროცესი დაგეგმილია მოსწავლეზე ორიენტირებულ, საინტერესო გარემოში, რაც კიდევ მეტად აძლევს მოსწავლეს მოტივაციას ჩაერთოს საკუთარი სურვილით საკლუბო მუშაობაში.

კლუბების ზოგიერთი თემატიკა შინაარსობრივად შესაძლოა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და მიზანმიმართულად ეხმიანებოდეს მოსწავლისთვის სხვადასხვა რაკურსით საკითხის განხილვასა და გააზრებას.

ერთი მოსწავლე შეიძლება იყოს სხვადასხვა კლუბების წევრი, რაც სკოლას უქმნის აღნიშნულის უკეთ გაცნობიერების წინაპირობას.

კლუბები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მედია კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან:

  • მედიაში ინფორმაციის გავრცელების ტექნიკებს;
  • აუდიო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებას;
  • სტატიების წერას;
  • სოციალური მედიაში მუშაობას.

კლუბის სამუშაო პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული ვორქშოპებით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები  გამოსცემენ ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ გაზეთის ნომრებს; იმუშავებენ რადიო პროგრამებზე; მოამზადებენ ონლაინ სატელევიზიო რეპორტაჟებს;  ხშირად ესტუმრებიან და ითანამშრომლებენ ტელევიზიასა და მედია ორგანიზაციებთან, რაც უფრო მეტად გააღრმავებს მათ ცოდნას მედიის შესახებ და გამოუმუშავდებათ:

  • წერითი;
  • თანამშრომლობის;
  • გუნდური მუშაობის;
  • დროის მენეჯმენტის უნარები.

მედია კლუბს ხელმძღვანელობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მასწავლებელი.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ დებატების კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან:

  • კარლ პოპერის სტილის დებატებს;
  • ეფექტურ საჯარო გამოსვლას;
  • არგუმენტების გაბათილების მეთოდებს;
  • დარწმუნების ხერხებს;
  • შეკითხვის დასმისა და პასუხის გაცემის ხელოვნებას;
  • ჯვარედინი დაკითხვის სტილს;
  • დამაჯერებლად საუბრის ხელოვნებას;
  • არგუმენტების წერის მთავარ პრინციპებს;
  • ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების გზებს.

კლუბის სამუშაო  პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული აქტივობებით.

შეხვედრების თემატიკა:

  • კლუბის წევრების სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით;
  • მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე აქტუალობიდან გამომდინარე.

აღნიშნული კი მოსწავლეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის, კონკრეტული დასკვნების გამოტანისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობას აძლევს.

დებატების კლუბის ფარგლებში: მოსწავლეები მიიღებენ მონაწილებას:

  • დებატების ტურნირში თბილისი (საქართველოს მასშტაბით);
  • ჩემპიონატებში სკოლა „პროგრესის“ ფილიალებს შორის;
  • სპიკერების კონკურსში;
  • შიდა სასკოლო ტურნირში;
  • მოსწავლე-მასწავლებლის დებატებში;
  • საერთაშორისო ონლაინ ტურნირში;
  • სიმულაციური სასამართლო პროცესში;
  • სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტურნირებში;

კლუბის წევრებს გამოუმუშავდებათ:

  • არგუმენტირებული კამათის კულტურა;
  • კრიტიკულ აზროვნება;
  • სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენება;
  • საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარები.

დებატების კლუბს ხელმძღვანელობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მასწავლებელი.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ ინტელექტუალური კლუბის  რა? სად? როდის? ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • აიმაღლონ ინტელექტუალური ცოდნის დონე;
  • განვითარდნენ წიგნიერების მიმართულებით.
  • კლუბის მუშაობის მიზანი კი არის:
  • სკოლაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
  • მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება სასწავლო პროცესისგან განსხვავებულ გარემოში;
  • ინტელექტუალური ცოდნის განვითარების პროპაგანდა;
  • მოსწავლეთა თვითრეალიზაციის პროპაგანდა.

კლუბის სამუშაო პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული აქტივობებით სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის/კლასებისთვის:

  • III-IV;
  • V-VII;
  • VIII-XI.

კლუბის ფარგლებში მოსწავლეები ისარგებლებენ  სკოლის მიერ  წინასწარ მათთვის შექმნილ, მათ საჭიროებაზე მორგებულ ,,შეკითხვების ბანკით“.

კლუბის წევრებს გამოუმუშავდებათ:

  • კონცენტრირების;
  • სისხარტის;
  • ლიდერობის;
  • გუნდური მუშაობის;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარები.

ინტელექტუალურ კლუბს რა? სად? როდის? ხელმძღვანელობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მასწავლებელი.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ ბიზნესის კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ფინანსურ  წიგნიერებას:

  • ბიზნეს გეგმის შედგენას;
  • პიარ კამპანიის წარმოებას;
  • სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევას;
  • ბაზრის მინი კვლევის ჩატარებას;
  • კომპანიის მართვას;
  • ორგანიზაციული ქცევის პრინციპებს;
  • სხვადასხვა ლიდერ ული სტილის გამოყენებას ორგანიზიციის მართვისას;
  • რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წერას;
  • ბიზნეს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებას;
  • ბიზნეს ტერმინოლოგიას;
  • სიტყვით გამოსვლასა და ეფექტური პრეზენტაციის ჩატარებას;
  • ლოგოს, სლოგანისა და ბრენდის შექმნას;

კლუბის  მიზანია თამაშით, რეალური ქეისების გამოყენებით, სიმულაციებით, როლური თამაშებით, პროექტების შექმნით მოსწავლეებს  ვასწავლოთ:

  • მეწარმეობა;
  • ორგანიზაციული ქცევის;
  • გაყიდვების;
  • ადამიანური რესურსების;
  • მარკეტინგის;
  • ფინანსების საფუძვლები შესაბამის დონეზე.

კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები :

  • თავად ქმნიან სტარტაპებს;
  • აქვთ ექსკურსიები და თანამშრომლობენ საწარმო-ქარხნებში.

ბიზნესის კლუბის წევრებს გამოუმუშავდებათ:

  • სწორი ფინანსური მართვის;
  • გუნდური მუშაობის;
  • გუნდის მართვის;
  • დროის მენეჯმენტის;
  • დაგეგმვის, ანალიზისა და კონტროლის უნარებს;
  • კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.

ბიზნესის კლუბს ხელმძღვანელობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მასწავლებელი.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ STEM კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან :

  • რაოდენობრივ აზროვნებას;
  • ლეგოებისა და სხვა კონსტრუქციების აწყობას;
  • ანალიზის საფუძველზე სწორ დაგეგმვასა და განხორციელებას;
  • ინჟინერიის საფუძვლებს;
  • ელექტრონიკის საწყისებს;

 

კლუბის  მიზანია პრაქტიკული პროექტებით , კონსტრუქტორებით თამაშებით სივრცითი და პროგრამული აზროვნების განვითარება. სახალისო ექსპერიმენტების დახმარებით, სიმულაციებით, მოსწავლეებს  ვასწავლით:

  • რობოტიკას
  • მოდელირებას ;
  • ინჟინერიას;
  • კრიტიკულ ი აზროვნებას;
  • ლოგიკური ანალიზს;
  • ელექტრონიკის საწყისებს;
  • კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები :
  • თავად ქმნიან პროდუქტს, მსჯელობენ დეტალებზე და ამუშავებენ კონსტრუქციას
  • აკავშირებენ მათემატიკის, ქიმიის, ინჟინერიისა და მეცნიერების შესაბამის საკითხებს ერთმანეთთან ;

კლუბს ხელმძღვანელობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მასწავლებელი.