Search

+

დაწყებითი საფეხური

დაწყებითი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაში, აქედან გამომდინარე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენ პატარებს შევუქმნათ კეთილგანწყობილი და მზრუნველი გარემო. გარემო, რომელშიც მოხდება ბავშვის შეგუება სკოლასთან და კლასიდან კლასში გადასვლა მოსწავლისთვის იქნება ბუნებრივი და მარტივი. მცირე ზომის კლასები, ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდები ემსახურება სკოლის მისიასა და ხედვას,  ხელს უწყობს თვითდისციპლინას, ახალისებს  ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას, რომელიც თავის მხრივ პატარებს უნერგავს მომავალში უწყვეტი განათლებისადმი სწრაფვას. ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მასწავლებლები იყენებენ ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს, რითაც აძლიერებენ თითოეული ბავშვის ემოციურ, ინტელექტუალურ, სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობას.

მშობლის, ბავშვისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობა სწავლას სასიამოვნო და მხიარულ პროცესად აქცევს და ხელს უწყობს ახალი უნარ-ჩვევების ათვისებას. სწავლისადმი ასეთი მიდგომით, ოჯახისა და სკოლის მჭიდრო თანამშრომლობით  ჩვენ თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობაში ინდივიდუალურ მიდგომას ვეყრდნობით.