Search

+

საშუალო საფეხური

საშუალო საფეხური X , XI და XII კლასებს მოიცავს.  ეს საფეხური ასახავს იმ სასწავლო პროგრამას, რომელიც ჩვენ სკოლას არსებითად მიაჩნია, რათა  მოამზადოს პროგრესულად მოაზროვნე, განათლებული მოსწავლეები, რომლებიც მზად იქნებიან განაგრძონ სწავლა საქართველოს და საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში.

აკადემიური სასწავლო გეგმა მოიცავს საგნებს რომელთაც მოსწავლეები ინგლისურ  და ქართულ ენაზე სწავლობენ. არჩევითი საგნები  კი მათ განათლებას და თვალსაწიერს უფრო სრულყოფილს და მრავალფეროვანს ხდის. X კლასიდან მოსწავლეები გადიან ისეთ აქტივობებს, რაც მკაცრ აკადემიურ პროგრამასთან ადაპტაციას უადვილებს. X კლასიდან იწყება საქართველოს  და უცხოეთის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების და საერთაშორისო ტესტებისთვის (TOEFL, ILTS, და P/SAT) მზადება.  იმიტირებული გამოცდების მოწყობა სხვადასხვა საგნებში აკადემიური პროგრამის ნაწილია.

მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში, როგორიცაა: სპორტი, თეატრალური დასი, სტუდენტთა  საბჭო, სხავდასხვა მიმართულების კლუბები, რაც ეხმარება მათ ლიდერული უნარ ჩვევეების განვითარებაში. მოსწავლეები მუდმივ მხარდაჭერას და წახალისებას გრძნობენ სკოლის ხელმძღვანელობისა და მასწავლებლებისაგან, რაც, პირველ რიგში, ისახავს მიზნად მოსწავლეთა წარმატებას.

ხოლო, საერთაშორისო მიმართულებით მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მოემზადნონ და ჩააბარონ:

  • PSAT/SAT/ MAP
  • KET /PET / FCE
  • IELTS/TOEFL
  • German exams (FIT Exams) Goethe – Institute  Georgian საერთაშორისო გამოცდებს.