Search

+

დამფუძნებლები

ნინო ჩიკვაშვილი :დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

ბიოგრაფია

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ინგლისური ენის სპეციალობა;

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეკონომიკის ფაკულტეტი;

ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი – მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენა და ლიტერატურა;

ლონდონის მართვის სკოლა;

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი; მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზებული ამერიკული განათლების საერთაშორისო კონსული;

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიები; მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დოქტორანტი განათლების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში;

საპატიო დელეგატი და ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, სამხრეთ კორეა, სეული.

რუსუდან ბოლქვაძე

რუსუდან ბოლქვაძე: დამფუძნებელი,გენერალური დირექტორი

ბიოგრაფია

ფიზიკოსი, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, სკოლა  „პროგრესის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი.

სამუშაო გამოცდილება:

ქ.-ნი რუსუდანი არის არაერთი საგანმანათლებლო და ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. კერძოდ, 2002 წლიდან დღემდე ის ხელმძღვანელობს „სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს“, 2002 წლიდანვე ის იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მწვრთნელი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. 1996-2002 წლებში – ქ. თბილისის N85 და N157 საჯარო სკოლების დირექტორის მოადგილე. 2017-დან დღემდე არის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი საქართველოში (ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი “ITYM”, საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი “COME TOGETHER”). ასევე, 2017 წლიდან – ტურიტულ კომპლექსს „ბესთ ჰოლიდეი“-ს დამფუძნებელი და დირექტორია.

რუსუდან ბოლქვაძე არის არაერთი წარმატებული ახალგაზრდული პროექტების ავტორი და დირექტორი ესპანეთში, შვეიცარიაში, ბრაზილიაში, კორეაში, ეგვიპტეში, მაროკოში, ინგლისში, ამერიკაში, კანადაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

წოდება და ჯილდოები:

2018წ. – მიღებული აქვს წოდება – წლის ლიდერი,მინიჭებულია საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ

2017წ. – ჯილდო – “THE MEDAL BENE MERENTI DE PROFESSIONE”, მინიჭებულია საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ

2016წ. – წოდება – “THE ORDER DECUS OECONOMICAE”, მინიჭებულია საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ

1989წ. – წოდება – მასწავლებელ-მეთოდისტი, მინიჭებულია განათლების სამინისტროს მიერ.

1988წ. – სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი, მინიჭებულია განათლების სამინისტროს მიერ.

1987წ. – საუკეთესო მასწავლებლის წოდება, მინიჭებულია განათლების სამინისტროს მიერ.