Search

+

სკოლის ისტორია

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ისტორია 2002 წლიდან იწყება. დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში და სამ მსხვილ კამპუსს აერთიანებს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

დამფუძნებელმა და ბრენდის ავტორმა ნინა ჩიკვაშვილმა გადაწყვიტა შეექმნა სკოლა, რადგან სურდა ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი პერსპექტივა მიეცა, ხელი შეეწყო მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის და საქართველოში განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ამ მისწრაფებებს პროგრესის იდეა აერთიანებდა.

ნინა ჩიკვაშვილმა ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ 2002 წელს დაარსა. ის ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – „College Board”-ის მიერ.

ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელმა ორგანომ მიანიჭა „პროგრესს“  უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced“.

ყოველივე ეს ანიჭებს „პროგრესს“ ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელთაც საერთაშორისო უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ!