Search

+
სტუმრად უნივერსიტეტში ღია კარის დღეებზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ღია კარის დღეები დაიწყო. პირველი დღე უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლების – სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზია აია ჯესისა და ამერიკის უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებს დაეთმო.

სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, საგანმანათლებლო პროგრამები და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკის, სტომატოლოგიისა და ახლად შექმნილი მედიცინის ლაბორატორიები, გაესაუბრნენ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს, ეწვივნენ უნივერსიტეტის საბურთალოს კამპუსსაც.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოსწავლეებს შესთავაზეს პროექტის – „გაეროს მოდელირება“, განხორციელება; განუმარტეს მისი მომზადებისა და გამართვის თავისებურებები, გააცნეს მენტორი სტუდენტები. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეარჩიეს განსახილველი თემაც.

ღია კარის დღეები უნივერსიტეტში გრძელდება.

წყარო იხილეთ ბმულზე
http://gruni.edu.ge/main/news/1582028915