Search

+
“პროგრესელებმა” მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თამთა ჯიჯავაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაეროს ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ჰაერის ხარისხი და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში.მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე მუშაობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.