“პროგრესმა” ყაზახეთის განათლების სისტემის წარმომადგენლებს უმასპინძლა
სკოლა “პროგრესში” ყაზახეთის განათლების სისტემის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ.
სტუმრებს გავაცანით ჩვენი სკოლის ინოვაციური პროექტები და არაფორმალური აქტივობები, რომლებსაც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ჩვენი მოსწავლეები ახორციელებენ. ასევე, გავუზიარეთ მსგავსი აქტივობების დაგეგმვის მიზნები, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და წარმატებული ქეისები.