სკოლა “პროგრესის” მოსწავლეების გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა!
11 და 12 დეკემბერს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia პროექტის “სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში და HR Hub -თან თანამშრომლობით, გაიმართა ინოვაციების ბანაკის 2 დღიანი ონლაინ ღონისძიება ადამიანური რესურსების მართვის თემაზე.
ბანაკის გამარჯვებული გახდა სკოლა პროგრესის გუნდი “Progress Squad”, რომელიც სამივე ფილიალის 10 მოსწავლისგან შედგებოდა.