Search

+
შეხვედრა ნონა გაფრინდაშვილის იურისტთან, რუსა მაისურაძესთან

ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა იურისტ რუსა მაისურაძესთან, რომელიც არის მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი “ნეტფლიქსის” წინააღმდეგ საქმეში.

რუსა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაზე, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე, ასევე სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხზე. შეხვედრის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა მოსწავლეებსა და სტუმარს შორის.