Search

+
City Walk – ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში

“პროგრესში” ადამიანის უფლებების კვირეული დავიწყეთ, რომლის პირველი აქტივობაც City Walk, ანუ ქალაქში ექსკურსია იყო.

აქტივობის ფარგლებში მედია კლუბისა და დებატ კლუბის მონაწილეებმა შექმნეს რუკა ქვემო ბეთლემიდან მეჩეთამდე და სხვა მოსწავლეებს გაუწიეს გიდობა. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, თავად ენახათ სხვადასხვა რელიგიის კულტურული ძეგლები თბილისში და მათზე ინფორმაცია გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის.