ჩვენი სკოლა კონკურსის საფუძველზე შეირჩა და მონაწილეობას იღებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტში „კინო სკოლაში“, სადაც თბილისის პროგრესის VIII და IX კლასელები მონაწილეობენ
პროექტის 2023 წლის გაზაფხულის სეზონი აერთიანებს ფილმის ჩვენება-დისკუსიებს და ონლიან გაკვეთილებს
„კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) და “ისტორია-კინო-ისტორია” (History-Film-History) - ამ ორი პლატფორმის გამოყენებით გაიმართება 13 აქტივობა, სადაც განხილული იქნება შემდეგი თემები:
კინოკადრის შექმნა;
კადრსმიღმა მოქმედება;
მონტაჟი;
პარალალური მოქმედება;
ხმა;
პერსონაჟის შექმნა და ა.შ.;
კინოს ისტორია;
მე-20 საუკუნის ისტორიის შესწავლა სპეციალურად შექმნილი ვიდეო გაკვეთილების საშუალებით.
პროექტის მიზანია, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, 13-19 წლის მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება
სკოლა პროგრესი გეგმავს აღნიშნული პლატფორმების შესწავლას და საპილოტე რეჟიმში, საგაკვეთილო პროცესში დანერგვას