2023-05-17
ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა პროგრესის IX კლასის მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების საგნის ფარგლებში სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის მოამზადეს ვორქშოფები მედიაწიგნიერების თემატიკაზე (პროპაგანდა, კიბერჰიგიენა, პოპულარული სოციალური ქსელებიდან მომდინარე საფრთხეები, ყალბი ამბები).

IX კლასის ოთხ ჯგუფს ცალცალკე უმასპინძლა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ, ქალაქ თბილისის N47 და N50 საჯარო სკოლებმა.
მოსწავლეებმა თანატოლებს მედიაწიგნიერებაში თავიანთი ცოდნა გაუზიარეს და ერთმანეთში მოსაზრებები გაცვალეს.
ორგანიზატორი პედაგოგი: თამთა ჯიჯავაძე