2023-06-06
5 ივნისს, სკოლა პროგრესში, ფსიქოლოგიის კლუბის შემაჯამებელი აქტივობის ფარგლებში გაიმართა სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან.
🔸 ქალბატონმა ნინომ ისაუბრა მოტივაციაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
✨ შეხვედრა იყო ინტერაქტიული, მოსწავლეები ფსიქოლოგს უსვამდნენ კითხვებს, როგორც მოტივაციასთან, ასევე სხვა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
✨ შეხვედრის ბოლოს კლუბის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
👩🏫 ფსიქოლოგიის კლუბის ხელმძღვანელი: ნათია ჭოჭუა