“HR ბიზნეს სამიტი 2023” - ს წელს პირველად პროგრესის გუნდი დაესწრება
14 ივლისს, 15:00 საათზე ბიოლში დაგეგმილ HR Hub-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს სამიტზე ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი იქნება წარმოდგენილი. სამიტს პროგრესის სკოლების დამფუძნებელი და ბრენდის ავტორი, ნინო ჩიკვაშვილი, თანადამფუძნებელი რუსუდან ბოლქვაძე, თბილისის ფილიალის ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების (OD) სამსახურის უფროსი, მარიამ ბარბაქაძე და ქუთაისისა და ბათუმის ფილიალის ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი, თიესა მორჩაძე დაესწრებიან.
სამიტზე ჩვენი სკოლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ და კითხვებზე კომპეტენტური პასუხები უშუალოდ ჩვენი გუნდის წევრებისგან მიიღონ. ადგილზე წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბროშურები და სხვადასხვა ბეჭდური მასალები, რაც ჩვენი სკოლის, სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ უფრო მეტ წარმოდგენას შეგიქმნით.
კარგი შეთავაზება გვაქვს HR Hurb-ის იმ წევრებისთვის, რომლებსაც ჰყავთ შვილი სკოლაში ან დაგეგმილი აქვთ სკოლის შერჩევა. მათთვის პროგრესის არჩევის შემთხვევაში 5%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც ქართულ, ასევე, ამერიკულ პროგრამებზე სამივე ფილიალში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).
წელს ბიზნეს სამიტის მთავარი თემა გუნდურობაა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მსჯელობა საკითხებზე, თუ რა შეუძლია გუნდურ სულისკვეთებას, რა არის საჭირო სწორი გუნდის ფორმირებაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე. აღნიშნული თემის გარშემო სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
HR hub-ი ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ჰაბია HR სფეროში, სადაც მსოფლიო HR სიახლეების გაცნობა ხდება. პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომელიც მათ ახალ შესაძლებლობებს, ცოდნასა და კონტაქტებს სძენს.