დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია დიპლომატიურ სასწავლო ვიზიტზე ბრიუსელსა და ჰააგაში
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი იწყებს დელეგაციის შერჩევას დიპლომატიური სასწავლო ვიზიტისთვის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რომელიც განხორციელდება ბრიუსელსა და ჰააგაში 2023 წლის 14-21 ოქტომბრის შუალედში.
1-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ექსკლუზიურად მათთვის დაგეგმილ შეხვედრებში ევროპულ და ევრიატლანტიკურ სტრუქტურებში, შეხვდებიან მაღალი რანგის დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ადგილზე გაეცნობიან ევროპული ისნტიტუტების მუშაობას და ჩაერთვებიან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ცოცხალ პროცესებში.
დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრებიან: ევროპის პარლამენტი (ბრიუსელი), ევროკავშირის საბჭო (ბრიუსელი), ევროკომისია (ბრიუსელი), ნატოს შტაბ-ბინა (ბრიუსელი), ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (ბრიუსელი), ევროპის ისტორიის მუზეუმი (ბრიუსელი), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა), ნიდერლანდების პარლამენტი (ჰააგა).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრესის სკოლის 12-დან 17 წლამდე მოსწავლეებს.
დიპლომატიურ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობისთვის მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://bit.ly/3sFNFrN
პროგრამის მონაწილეების შეირჩევიან აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 სექტემბერი; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 557648886
პროგრესი დაფუძნების დღიდან გლობალური მასშტაბის ბრენდია, რომელმაც ამერიკული განათლება შემოიტანა საქართველოში და დღეს, 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ იწყებს საერთაშორისო პლატფორმის განვითარებას, რომელიც ფორმალური განათლების ისტორიაში საქართველოში შექმნის და განავითარებს გლობალურ პროგრამებს და თანამშრომლობებს.
ჩვენ ვქმნით უნიკალურ შესაძლებლობებს პროგრესელებისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან ერთად, რათა შთავაგონოთ, გავაძლიეროთ და გავამყაროთ ქართველი ახალგაზრდების კავშირები გლობალურ მასშტაბებზე