დაიწყო რეგისტრაცია გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-იორკში
დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12-17 მარტის შუალედში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პროგრესი გახდა გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი ნიუ-იორკში და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად, სკოლის ისტორიაში, პროგრესის მოსწავლეები გაემგზავრებიან კონფერენციაზე გაეროს შტაბ-ბინაში.
ეს არის გაეროს მოდელირების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონფერენცია, სადაც მთელი მსოფლიოს წამყვანი სკოლებიდან ყოველწლიურად 5000-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვებიან ცოცხალ დიპლომატიურ პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, მოლაპარაკებებში, რეზოლუციის შემუშავებისა და წარდგენის პროცესებში. კონფერენციის ფარგლებში მონწაილეები შეხვდებიან გაეროს დიპლომატებს, საერთაშორისო სპიკერებს და ლიდერებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან;
კონფერეცია, ასევე, მოიცავს:
- გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს, მათ შორის გაეროს შტაბ-ბინაში;
- საკომიტეტო მუშაობებს, დებატების, მოლაპარაკებებისა და რეზოლუციის შემუშავების პროცესს;
- მუშაობას კომიტეტებში მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე;
- სოციალური საღამო/წვეულება და ნეთვორქინგი თანატოლ ლიდერებთან მთელი მსოფლიოდან;
კონფერენციის გარდა, სპეციალურად პროგრესის მოსწავლეებისთვის, პროგრამა მოიცავს ნიუ-იორკის ქალაქის ტურს და ყველა მთავარი ღირსშესანიშაობის მონახულებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრესის სკოლის მოსწავლეებს 12-დან 17 წლამდე.
გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3DdQu5j
პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ივლისი; დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3NSAB9z ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557648886