re:school და ყველაზე პროგრესული, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე არაფორმალური განათლების სივრცე re:school და ყველაზე პროგრესული, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, რომელიც უკვე 21 წელია ოპერირებს საქართველოში, ბათუმსა და ქუთაისში თანამშრომლობას იწყებს.
re:school არაფორმალური განათლების ცენტრია, სადაც ინოვაციური პროექტების შემქმნელები 9-15 წლამდე ბავშვებს მომავლის პროფესიებს შეასწავლიან.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- ვებ პროგრამირებას;
- თამაშების შექმნას;
- UI/UX დიზაინს;
- გრაფიკულ დიზაინს;
- კიბერუსაფრთხოებას.
re:school-ის მისია და მიზანია, ტექნოლოგიების მომხმარებლები მათ შემქნელებათ აქციოს, ამისთვის, საკმარისი არ არის მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების შესწავლა, აუცილებელია, ბავშვებში ე.წ. რბილი უნარების განვითარებაც. სწორედ ამ მიზეზით, re:school - ში შეიქმნა ისეთი კომბინირებული პროგრამა, რომელიც მომავლის პროფესიების შესწავლის გარდა, ბავშვებს შეასწავლის ბიზნესის დაწყებას, ცხოვრების დაგეგმვას, ხელოვნურ ინტელექტს, სხეულის ენის მნიშვნელობას და პრეზენტაციის უნარებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას, შემოქმედებითი აზროვნების როლს ინოვაციებში და სხვა უამრავ საჭირო მიმართულებას, რომელიც მათ დაეხმარება, რომ გახდნენ წარმატებულები.
re:school-ის ბათუმის ფილიალი 1 ოქტომბერს გაიხსნება. დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: +995 551 420 099