გრძელი შესარჩევი პროცესის შემდეგ, რომელიც ნოემბრიდან მოიცავდა, როგორც სააპლიკაციო ასევე ინტერვიუს ეტაპებს, 3 პროგრესელი შერჩეულები არიან The On-Demand Youth Leadership Program (YLP): Community Service -ში
საბა ქარაზანაშვილი - XII კლასი;
გიორგი ხუდოიანი - XII კლასი და;
ქეთევან გორდეზიანი - პროგრესის სკოლების საუნივერსიტეტო მრჩეველი
საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 20 ახალგაზრდა მონაწილეს და 2 ზრდასრულ მენტორს! სწორედ ესეთ მაღალ კონკურენტუნარიან პროექტში ქეთევან გორდეზიანი იქნება ახალგაზრდების მენტორი, საბა და გიორგი კი, მონაწილეები!
The On-Demand Youth Leadership Program (YLP): Community Service არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიუროს (ECA) ინიციატივა, რომელსაც მართავს Legacy International. სამკვირიანი გაცვლითი პროგრამა არის, აშშ-ში და ის ორიენტირებულია ახალგაზრდულ ლიდერობაზე, მოხალისეობაზე და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვაზე; ქეთი, საბა და გიორგი 2 კვირა ჯერ სიეტლში გაემგზავრებიან, შემდეგ კი ბოლო კვირას ვაშინგტონში გაატარებენ. ვაშინგტონის შემდეგ, პროექტის მხარდაჭერითა და მენტორების ჩართულობით, მოსწავლეები განახორციელებენ პროექტს, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრისკენ იქნება მიმართული.