სკოლის მისია
მისია
შპს ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მისიაა, შექმნას უსაფრთხო, ჯანსაღი და მზრუნველი სასწავლო გარემო,სადაც თანასწორობის პრინციპების დაცვით თითოეული მოსწავლე მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას.
უცხოური ენების გაძლიერებული სწავლებით, ფორმალური და არაფორმალური, საბუნებისმეტყველო და STEM, სამეწარმეო და პროფესიული განათლების საფუძველზე სკოლა უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება, უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს დასავლური ღირებულებები.
შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების განხორციელებით სკოლა ხელს უწყობს უწყვეტ პროფესიულ განათლებას, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში.
ხედვა
შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი 2030 წლისთვის იქნება გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული განათლების მიღება.
ჩვენი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოქალაქეები არიან , რომლებიც მაღალმოთხოვნადი კადრები იქნებიან ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ქართულ- ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ღირებულებებია:
- პროგრესულობა;
- თანასწორობა;
- სამართლიანობა;
- ზრუნვა;
- გამჭვირვალობა;
- გუნდურობა.
პროგრესულობა - საგანმანათლებლო თემის ყველა მონაწილის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა ინიციატივების წახალისებითა და მხარდაჭერით როგორც საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების გათვალისწინებით.
თანასწორობა: სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით.
სამართლიანობა: სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება, ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას.
ზრუნვა: სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან.
გამჭვირვალობა: სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ხედვები და ღირებულებები, მარეგულირებელი დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
გუნდურობა: სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, მათი კომპეტენციის ფარგლებში.