ვაკანსია თბილისის პროგრესში
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- ადამიანური რესურსების მენეჯერი
- გერმანული/რუსული ენის მასწავლებელი
- ტუტორი
- ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - College Board-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია Advanced ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას, ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Y6yqpl