სწავლა თავგადასავლებით
🔶 პროგრესში სწავლება მიმდინარეობს პროგრესულად, აღმოჩენებითა და თავგადასავლებით, რომელიც უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას, აღმოჩენების გზით ცოდნის შეძენას, მოტივაციასა და ღირებულებით განვითარებას. ხოლო საგაკვეთილო პროცესი სახალისო, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული გახლავთ.
🔶 ამ მიზნით პირველ კლასებში ჩატარდა სახალისო გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბავშვებისთვის ნაცნობი და საყვარელი საგნების (ფოფითი, კუბები) გამოყენებით. მუსიკასთან ინტეგრირებით და თამაშის ელემენტებით გაკვეთილი მეტად სახალისოდ წარიმართა.
🔶 მსგავსი ტიპის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. მათი დახმარებით იზრდება მოსწავლეთა პროდუქტიულობა, უყალიბდებათ შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარჩვევები, რაც თავის მხრივ წარმატების საწინდარია.