2023-06-01
1 ივნისს, მხიარულ აქტივობებთან ერთად ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში მატემატიკური ვიქტორინაც ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ პირველკლასელები.
🚀 ვიქტორინაში ორი პირველი კლასი ერთდროულად იღებდა მონაწილეობას.
🔶 ვიქტორინა მიზნად ისახავდა მოსწავლეების მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებასა და წახალისებას.
👏 პატარა მონაწილეები ვიქტორინის დავალებებს ადვილად გაუმკლავდნენ!
🚀 მოსწავლეებში ცოდნის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ვიქტორინები მომავალშიც ჩატარდება.