იწყება რეგისტრაცია ბიზნეს განათლების კლუბში გასაწევრიანებლად
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პირს, VII -დან XII კლასის ჩათვლით, ბიზნეს განათლების კლუბში გაწევრიანებას.
ბიზნეს განათლების კლუბი მოიცავს ორ წლიან პროგრამას, პირველი წლის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ბიზნეს სკოლის საერთაშორისო სერტიფიკატი, ხოლო ორი წლის შემდეგ დიპლომი.
ბიზნეს განათლების კლუბის აქტივობები ჩატარდება კვირაში ერთხელ, 2 საათის განმავლობაში, ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში (დრო შეთანხმდება კლუბის მონაწილეებთან)
ბიზნეს განათლების კლუბის ძირითადი მიზნებია მოსწავლეთათვის თეორიული ცოდნის შეძენისა და პრაქტიკული უნარების განვითარების გზით სხვადასხვა ბიზნეს საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზება, კლუბის წევრებში აამაღლოს ცნობიერება ფინანსური წიგნიერების შესახებ და განავითაროს მეწარმეობის უნარები. რეალური ქეისების გამოყენებით, სიმულაციებით, როლური თამაშებით, პროექტების შექმნით მოსწავლეებმა უნდა განივითარონ შემდეგი უნარები:
🔸 სწორი ფინანსური მართვა;
🔸 გუნდური მუშაობა;
🔸 გუნდის მართვა;
🔸 დროის მენეჯმენტი;
🔸 დაგეგმვის, ანალიზისა და კონტროლის უნარები;
🔸 კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება.
ბიზნეს განათლების კლუბში მოსწავლეები სწავლობენ:
🔸 ენტერპრენერშიფს;
🔸 მეწარმეობას;
🔸 ორგანიზაციულ ქცევას;
🔸 გაყიდვებს;
🔸 ადამიანური რესურსების მართვას;
🔸 მარკეტინგს;
🔸 ფინანსების საფუძვლებს შესაბამის დონეზე.
ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ფარგლებში, სკოლა პროგრესში ფუნქციონირებს ბიზნეს განათლების კლუბი. კლუბის საქმიანობას წარმართავს კლუბის ხელმძღვანელი, არაფორმალური განათლების სამსახურის მენეჯერთან თანამშრომლობით.
ბიზნეს განათლების კლუბში სარეგისტრაციოდ და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3EhYsea